საერთაშორისო შესყდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სეიფთი ჰაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური მართვის მოწმობა: B
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი

სეიფთი ჰაბი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი : თბილისი

სამუშაო გრაფიკიორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ

ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე


ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • შესასყიდი პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
  • თანამშრომლობა საბაჟო აგენტებთან;
  • მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებითსაოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარესხვადასხვა დავალებების შესრულებაკომპეტენციის შესაბამისად.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • სწრაფი ათვისების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.


ბენეფიტები:

  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@safetyhub.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 551515140