ხარისხის მართვის და მონიტორინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი დეველოპერული კომპანია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
დეველოპერული კომპანია აცხადებს მიღებას ხარისხის მართვის და მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო მოედანზე, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სამუშაო პროცესების გამართულად და უწყვეტად მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
  • პროექტის მიმდინარეობის ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტების დროულად და სრულფასოვნად მომზადება
  • დაფიქსირებული ხარვეზებისა და წუნის ანალიზი, გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი გამოსწორების მიზნით სათანადო ზომების გატარება;
  • მიმდინარე ან გეგმით გაწერილი, სამომავლოდ შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება.
  • სამუშაოს პროცესში საპროექტო დოკუმენტაციიდან გადახრის პრევენცია;
  • სამუშაოს ხარისხის კონტროლი შესრულების პროცესში. შესაბამისი სტანდარტებიდან და ტექნოლოგიური ნორმებიდან გადახრების პრევენცია; რეკომენდაციების გაცემა მაკორექტირებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
  • სამშენებლო მასალების სტანდარტებთან შესაბამისობისა და წარმოშობის სერტიფიკატების მოთხოვნა, მათი ანალიზი და გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება;
  • ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება;
  • სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას შრომის უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა დაცვა.
  • ყოველკვირეული რეპორტების მომზადება სადაც მაჩვენები იქნება ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარვეზები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება - სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ინჟინერი (ჩაითვლება უპირატესობად);
  • სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების ცოდნა;
  • პროექტების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, MS Office, Internet);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლის გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა, მ.შ. Excel-ის კარგი ცოდნა;

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gardenhills.ge