გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯითისი ქრენიქს
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ჯითისი ქრენიქსი, SANY-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პოტენციური მომხმარებლის მოძიება, ბაზრის მოკვლევა ინდუსტრიის ტენდენციების გათვალისწინებით;
  • არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე ზრუნვა; 
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენთიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის და საინჟინრო გადაწყევტილების შეთავაზება; 
  • რეგულარული  შეხვედრების ჩატარება მომხმარებელთან ახალი პროდუქტების შეთავაზების მიზნით, მათი კმაყოფილების შეფასება;
  • სამშენებლო ინდუსტრიის სტანდარტების ცოდნა, განახლებულ რეგულაციებსა და ტექნოლოგიებზე თვალის დევნება;
  • გაყიდვების შედეგების გაანალიზება, ყოველთვიური გეგმის შესასრულებლად გაყიდვების ხელმძღვანელთან ერთად კოორდინირებული მუშაობა;
  • ყოველთვიური გეგმის შესრულება;
  • ყოველდღიური რეპორტი ხელმძღვანელობასთან;
  • ძველი, მიმდინარე და ახალი სამშენებლო ობიექტების აღრიცხვა, ინფორმაციის მოძიება და შემდგომი პოტენციურ მომხმარებელეთან ვიზიტის დაგეგმარება;
  • საკუთარი პორთფელის შექმნა, პორთფელში არსებულ კლიენტებთან პროდუქციის გაყიდვა/გაქირავება, შემდგომი სამშენებლო ობიექტის მონიტორინგი და მუდმივი კომუნიკაცია კლიენტთან;
  • საკუთარ პორთფელში არსებულ კლიენტებთან ვალდებულებების კონტროლი და  შეთანხმებული პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
  • საწყობთან კომუნიკაციით გაყიდული პროდუქტის ობიექტზე მიტანის ან გაგზავნის უზრუნველყოფა; 
  • კონკურენტი კომპანიების პროდუქციის და ფასების შესწავლა
  • იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტტან კომუნიკაცია 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოება

ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი + საბონუსე სისტემა. 
გეგმის შესრულების შემთხვევაში ყოველთვიური ჯამური ანაზღაურება 4000 – 5000 ლარი. 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:  hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება.