გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Imart.ge
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ინტერნეტ მაღაზია iMart.ge-ს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერ (დღის ცვლა - სრული განაკვეთი)

კომპანიის შესახებ:
აიმარტი ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო პლატფორმაა საქართველოს ბაზარზე. 10 წელზე მეტია ქართველი მომხმარებლის პატარ-პატარა ოცნებებს გრანდიოზულ გეგმებად ვაქცევთ. ჩვენთან მომხმარბელს თითქმის ყველაფრის შეძენა შეუძლია.  მიგვაჩნია, რომ ონლაინ მაღაზია უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი და უსაფრთხო ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე "ყიდვა" ღილაკზე აწკაპუნებს მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ

ძირითადი მოვალეობები:
  • ვებ გვერდისა და სოციალური არხების მეშვეობით შემოსული ლიდების დამუშავება;
  • მომხმარებლებთან დაკავშირება, შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება;
  • მომხმარებლის მიერ შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაცია
  • მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის შევსებისას
  • გაყიდვებისა და არსებული პორტფელის გაზრდა

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; სტუდენტი
  • ასაკი და სქესი შეზღუდული არ არის
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება!
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; (MS Word, MS Excel)
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინიციატიურობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
  • ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00-მდე, შაბათს 10:00-დან 14:00-მდე
  • სრულ ასორტიმენტზე თანამშრომლის სპეციალური ფასი
  • კომპანიაში, განვითარების შესაძლებლობა
  • კომპანია დაგიფინანსებთ ფასიან ტრენინგებსა და მასტერ კლასებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან აკადემიებსა და უნივერსიტეტებში
  • ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1300-დან 2000-ლარამდე)

 თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ, შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე career@imart.ge 
 სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სატელოფონო გაყიდვების მენეჯერი (Call centre) - დღის ცვლა სრული განაკვეთი
წინაღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
გისურვებთ წარმატებას!