გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2004 წელს. თუმცა კომპანია 1998 წლიდან მოღვაწეობდა სხვა სახელწოდებით და დღესდღეობით ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე. კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას მთელი ქვეყნის ყველა რეგიონში.
პარტნიორთა ნდობისა და წარმატებული საქმიანობის შედეგად, „კომპპანია ორბიტა“ გახდა საქართველოში ექსკლუზიური დისტრიბუტორი ისეთ პოპულარულ ბრენდებზე, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, PATOS, MOKATE, MISHKINO, ITALFOOD, NMGK, TADIM, Агрокультура, Prosto, Русский Завтрак, Националь.

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდების გუნდის მართვა და შეფასება
  • გაყიდვების ზრდა და მონიტორინგი. ანალიზის წარმოება.
  • გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულება
  • კლიენტებთან ურთიერთობა, შეთავაზების წარმოება, ვიზიტები და მონიტორინგი.
  • კონკურენტული გარემოს შესწავლა და ბაზრის შეფასება.
  • დებიტორული ანალიზი და მონიტორინგი.
  • საოპერაციო და ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების პროცესებში ჩართვა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • მენეჯერულ პოზიციაზე პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • გუნდთან მუშაობის, მართვის და სწავლების უნარი;
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, ორგანიზების კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !