უდაბნო შელინგი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე
დეპარტამენტი: ფინანსური
ანგარიშვალდებულია: ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის წინაშე
ადგილმდებარეობა:თბილისი & საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელ სათაფლეს მიმდებარედ.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიურად განახორციელოს ბუღალტრული გადარიცხვები;
- უზრუნველყოს კონვერტაციების, გარანტიების, სესხების და ლიზინგების გადახდის ვადების კონტროლი;
- უზრუნველყოს სახელფასო უწყისის დამუშავება და ბანკში გადასარიცხი ფაილის მომზადება/ატვირთვა;
- გადაამოწმოს მიღებული დოკუმენტაციის სიზუსტე და ხარვეზების შემთხვევაში მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს;
- უზრუნველყოს RS-პორტალზე შიდა გადაზიდვების, რეალიზაციის ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
- უზრუნველყოს პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების და ბანკის ამონაწერის) ბუღალტრულ პროგრამებში (ORIS, Balance) ასახვა;
- აწარმოოს საბუღალტრო დოკუმენტაცია და აღრიცხოს არსებული დოკუმენტები;
- უზრუნველყოს კომპანიის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობა;
- საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთოს ყოველთვიური/ყოველწლიური დეკლარაციების მომზადებაში;
- აკონტროლოს დებიტორები და კრედიტორები, გააფორმოს შედარების აქტები და მოახდინოს ბაზაში დარიცხვა;
- ჰქონდეს ყოველდღიური კომუნიკაცია ბუღალტრულ დეპარტამენტთან;
- მოითხოვოს იმპორტის დეკლარაციები და გადაამოწმოს მათი სისწორე;
- მონაწილეობა მიიღოს ანალიტიკური რეპორტების მომზადებაში;
მოთხოვნები:
- საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საბუღალტრო პროგრამებში Oris, Balance მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.hr@udabno.com
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "უდაბნო შელინგმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.