ფარმაცევტული პროდუქტის სერიის სერტიფიცირებაზე/გაშვებაზე პასუხისმგებელი პირი

თბილისი სრული განაკვეთი Iveriapharma
მივლინება: არა
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
შპს „ივერიაფარმა“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფარმაცევტული პროდუქტის სერიის სერტიფიცირებაზე (გაშვებაზე) პასუხისმგებელი პირი (კვალიფიციური პირი)
პირობები: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი

პასუხისმგებლობები:
  • წარმოებისა და ხარისხის კონტროლის პროცესებზე ზედამხედველობა, საწარმო და საგამოცდო საქმიანობის  GMP და  კომპანიის სტანდარტების,  მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების  შესაბამისობისად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტების თითოეული  სერიის წარმოების დოკუმენტაციის, მათ შორის წარმოების პროცესებთან დაკავშირებული ჩანაწერების,  ხარისხის კონტროლის მონაცემების, წარმოების  ოქმების, გადამოწმება, მიღებული შედეგების  შედარება დადგენილ მოთხოვნებთან და სერიის სერტიფიცირების (გაშვების)  შესახებ გადაწყვეტილების მიღება,  დოკუმენტურად დადასტურება.
  • შიდა და გარე აუდიტებსა და ინსპექტირებებში მონაწილეობა, რომელსაც ატარებენ მარეგულირებელი ორგანოები და/ან მომხმარებლები, აუდიტები, ინსპექტირების შედეგების განხილვა.
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირებისა და გაუმჯობესების მხარდაჭერა, ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ხარისხის სისტემის დოკუმენტების (სტანდარტული ოპერაციული პროცედურების, ცვლილებების კონტროლის, შეუსაბამობების გამოკვლევის და სხვ.) განხილვა და დამტკიცება.
  • პროდუქტების წარმოებასთან და გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მართვის პროცესებში მონაწილეობა.
  • პერსონალის სწავლებების ჩატარების უზრუნველყოფა,   პროფესიული განვითერებისა და უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ფარმაციის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული პირი
  • არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება ფარმაცევტულ წარმოებაში, პრაქტიკული გამოცდილება სამკურნალო საშუალებებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის მიმართულებით
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები/უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დოკუმენტებთან მუშაობის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა CV ფოტოსურათთან ერთად უნდა გადმოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: guram.kapanadze@iveriapharma.com