საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას იურიდიული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარ-ჩვევები:
შერჩევის ეტაპები:
CV - ების გადარჩევის ეტაპი;
ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 01 ივნისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის;
- სხვადასხვა ტიპის მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება;
- შრომითი ხელშეკრულებების დადების პროცესის უზრუნველყოფა;
- ხელშეკრულებების დარღვევის პოტენციური და ფაქტობრივი შემთხვევების იდენტიფიკაცია და მართვა;
- სადაო საკითხების არსებობის შემთხვევაში სარჩელისა და შესაგებლის პროექტების მომზადება;
- სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამოქალაქო, შრომით და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სასურველია განათლების სფეროში);
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და სამართლებრივი ჩარჩოს ცოდნა;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენისა და ანალიზის უნარი (ხელშეკრულებები, შიდა მარეგულირებელი აქტები, ადმინისტრაციული აქტები და სხვ.);
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა და კომპიუტერთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დატვირთულ სამუშაო რეჟიმში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეთიკური ნორმებისა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- პუნქტუალობა;
- ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სისტემატიზაციის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- სწავლისა და პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
შერჩევის ეტაპები:
CV - ების გადარჩევის ეტაპი;
ინდივიდუალური გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 01 ივნისის ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.