ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია ანაგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებასა და საბუღალტრო ოპერაციებზე.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (შესვენება 1 საათი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 37/39
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:
  • მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობისა და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
  • საბანკო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
  • საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით (ფინანსები, ბიზნესი, ეკონომიკა);
  • მინიმუმ, 3-წლიანი სათანადო სამუშაო გამოცდილება;
  • Oris/1C-პროგრამაში სამუშაო გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება ERP-სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS office - Intermediate, Excel - Advanced).

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • ტესტირება - თემა, ბუღალტრული აღრიცხვა და ზოგადი უნარები;
  • გასაუბრება - ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge 2025 წლის  30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
გისურვებთ წარმატებას!