მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი ემბიჯი რენთ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
MBG Rent ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. გარდა ამისა მომხმარებელს სთავაზობს ალმასური ჭრის მომსახურებას.  
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ემბიჯი რენთი გახდა Gesipas დისტრიბუტორი საქართველოში. მიმდინარე წლიდან მომხმარებელს სთავაზობს მოქლონებს, თანამედროვე ტექნოლოგიით და ელემენტსა და ვაკუუმზე მომუშავე ხელსაწყოებს.  
ემბიჯი რენთი ამ დროისთვის აქტიურად თანამშრომლობს  2000-ზე მეტ პირთან, კომპანიის დამოკიდებულება მომხმარებელთან ჯანსაღ, მეგობრულ და ნდობით სავსე ურთიერთობებს ეფუძნება.   
კომპანია ორიენტირებულია, მომხმარებლის საჭიროებებზე და მათზე მორგებული პირობების შეთავაზებაზე. 
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. 
 
კომპანია MBG Rent აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის  პოზიციაზე. 
 
მდებარეობა: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ.  
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • სოციალური მედიის ბაზისური ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
 
მოვალეობები: 
  • მარკეტინგული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ცხელ ხაზსა და სოციალურ ქსელებში შემომავალ შეტყობინებებზე პასუხი; 
  • სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა; 
 
უნარ-ჩვევები: 
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი; 
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული. 
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 29 ივნისი.   
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: vacancy@mb.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. 
 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
MBG Rent მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.