საუნდ ინჟინერი / დისტანციური

საქართველოს მაშტაბით სრული განაკვეთი Novex
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
Novex აცხადებს ვაკანსიას საუნდ ინჟინერის პოზიციაზე დისტანციური მუშაობის ფორმატში. გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ სხვადასხვა აუდიო პროექტში, გაიღრმავოთ პრაქტიკული გამოცდილება და იმუშაოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ხმის ინჟინერიის ან აუდიოს რედაქტირების სფეროში (სტუდიაში, მცირე გუნდში ან დამოუკიდებლად);
  • პოპულარულ აუდიო რედაქტორებთან / Digital Audio Workstation-თან (Pro Tools, Ableton, Logic Pro, FL Studio, Reaper, Audacity ან სხვა) მუშაობის გამოცდილება; 
  • საბაზისო ცოდნა შემდეგ მიმართულებებში: აუდიო მასალის მოჭრა, გარემიქსება, (EQ), კომპრესია, SFX-თან და Foley-თან მუშაობა;
  • სხვადასხვა ფორმატის აუდიო ფაილის მომზადებისა და შენახვის (WAV, MP3, AAC და სხვა) უნარი ;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ინსტრუქციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად, ასევე გუნდში შიდა კომუნიკაციისთვის)
  • სწრაფად სწავლისა და ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი.

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტაციის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის უნარი;
  • პუნქტუალურობისა და ეფექტური დროის მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენისა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტაციის უნარი.

რას გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდში მუშაობის გამოცდილებას;
  • მენტორობას და პრაქტიკულ განვითარებას;
  • თანამედროვე აუდიო ტექნოლოგიებთან მუშაობას;
  • სრულად დისტანციურ სამუშაო გარემოს;
  • 14-დღიან ანაზღაურებად შვებულებას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას აშშ დოლარში, ზრდის პერსპექტივით;
  • სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ან რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: media@novex.media