22 ივლ - 16 აგვ
სტანდარტი
კონსულტანტი
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი, გენერალ გ. მაზნიაშვილის ქუჩა
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@shamani.pro
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 999 - 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: სხვა
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
SHAMANI Biohacking Georgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბიოჰაკინგის (ბუნებრივი დანამატების და ვიტამინების დახმარებით, ორგანიზმის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გაზრდა) მიმართულებით.
თუ თქვენ ეძებთ არა უბრალოდ სამუშაოს, არამედ შესაძლებლობას, რომ შემოუერთდეთ თანამოაზრეთა გუნდს, რომლებიც ისწრაფვიანიან სამყაროს უკეთ შეცნობისკენ, განვითარებისკენ და ეხმარებიან სხვა ადამიანებს გახდნენ უკეთესები, მაშინ SHAMANI-ის ვაკანსია შენთვისაა!
ჩვენ ვეძებთ არა უბრალო თანამშრომელს არამედ სულიერად ახლო მეგზურს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფასეულობებს და გახდება SHAMANI-ის მეგობრული ოჯახის ნაწილი!
რა გევალება:
- მომხმარებელთა კონსულტირება სასურსათო დანამატებისა და ბიოჰაკინგის მიმართულებით;
- მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა და შეთავაზებების გაცნობა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- თავდაჯერებული კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
- ღირებულებების გაზიარების უნარი;
- ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი.
რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:
- ახლის შეცნობის და განვითარების გულწრფელი სურვილი;
- ენერგიულობა და პოზიტიური შეხედულება ცხოვრებაზე;
- პასუხისმგებლობა და ჩართულობა;
- ემპათიურობა და დახმარების გულწრფელი სურვილი.
პრიორიტეტულად განიხილება კანდიდატები:
- ნუტრიციოლოგები;
- სპორტსმენები;
- ქოუჩები.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 999 -1300 ლარი + გაყიდულის 3%.
გთხოვთ გაეცნოთ SHAMANI-ს ღირებულებებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ შეგეფერებათ თუ არა ეს ღირებულებები და გამოგვიგზავნოთ მეილზე CV: info@shamani.pro
ერთად შევქმნათ ერთიანი, მაღალვიბრაციული, ჯანსაღი საზოგადოება!
ჩვენ შენ დიდიხანია გეძებთ!
მიჰყევი შინაგან ხმას...
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტაცია და რჩევა
ნახვები
უნიკალური ნახვები