შემდეგი
01 აგვ - 31 აგვ
სტანდარტი
საწყობის თანამშრომელი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, წილკანი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: a.gamilaghdishvili@abbetimeo.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
საკვების წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: დამწყები რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
კომპანია „ტიმეო“ - ევროპული სტანდარტების ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
საწარმო მდებარეობს წილკანში, და კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისიდან და მიმდებარე რეგიონებიდან, ასევე ყველა საჭირო სამუშაო აღჭურვილობას.
პოზიციის დეტალები:
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- ლოკაცია: წილკანი
- სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 (1 საათი შესვენება).
- შაბათი-კვირა დასვენებაა.
- ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები).
მოვალეობები:
- უზრუნველყოს საწყობში შემოსული ტვირთის ჩამოცლა, დატვირთვა და საწყობში შესაბამის ადგილზე დასაწყობება.
- საწყობში არსებული ინვენტარის, შეფუთვის მასალებისა და სხვა რესურსების მოვლა და მართვა.
- საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
- პალეტების რაოდენობის კონტროლი და აღრიცხვა
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესის დროს, რისკების თავიდან აცილების მიზნით.
- საწყობის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა.
- აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
- საწყობში გამოყენებული ტექნიკის ცოდნა (მაგ.: სათავსო ამწე, სასაწყობე ეტლი, სკანერები და სხვა).
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, სისწრაფე და პუნქტუალობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ტრანსპორტირება თბილისიდან და მიმდებარე რეგიონებიდან.
- სამუშაოსთვის საჭირო აღჭურვილობა.
- სტაბილური სამუშაო გარემო და ანაზღაურება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქვემოთ მოცემულ ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:
ელფოსტა: a.gamilaghdishvili@abbetimeo.com
ტელეფონი: +995 595 51 25 01
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები