05 სექ - 20 სექ
სტანდარტი
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@primeinsurance.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება:
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა.
სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია პრაიმის აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.
სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ქალაქ თბილისში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, კორესპონდენცია და სხვა) შედგენა/განხილვა და განახლება;
- კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
- სასამართლო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება (სარჩელი, შესაგებელი, განცხადება, შუამდგომლობა და სხვა);
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- კომპანიის პარტნიორებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
- მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში;
- კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდული კონსულტაციის გაწევა საჭიროებისამებრ;
- გუნდის ხელმძღვანელობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ცოდნა და გამოცდილება
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოალაპარაკების წარმოების უნარი;
- დამაჯერებლობა კომუნიკაციისას;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@primeinsurance.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 20 სექტემბერი
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის ხელმისაწვდომი გახდება განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება კომპანიის მიერ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები