დღეს - 12 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
სტაჟირება - საცალო, მცირე და საშუალო (SME) საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვა
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი
გუნდის შესახებ ინფორმაცია:
ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია საცალო და მცირე/საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზზე. ვმუშაობთ ფასდადებასა და მომგებიანობაზე, ვამზადებთ სტრატეგიებსა და ბიუჯეტებს, ვმართავთ ფილიალების ქსელის გეგმებს და ვაანალიზებთ ბაზარსა თუ კონკურენტებს. ჩვენი მიზანია ბანკის სეგმენტების ზრდა და ეფექტურობის გაუმჯობესება.
ვის ვეძებთ?
სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში, სეგმენტური ფინანსების მართვასა და ბანკის სეგმენტების ზრდის ხელშეწყობაში.
რას გააკეთებ?
- დაგვეხმარები ფინანსების დაგეგმვასა და ანალიზში
- ჩაერთვები სეგმენტური ფინანსების მართვაში: ფასდადება, მომგებიანობის ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება
- იმუშავებ ფილიალების ქსელის გეგმებსა და ფრონტის სამოტივაციო/საბონუსე სისტემაზე
- მოამზადებ ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის რეპორტებს, ჩაერთვები აქცია-კამპანიების დაგეგმვასა და აღრიცხვაში
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- სწავლობ ან დამთავრებული გაქვს ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფერო
- შენს სამომავლო კარიერას ფინანსებს უკავშირებ
პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო შერჩევის სტანდარტული პროცესი, თუმცა ამ მიმართულებაში დაგჭირდება Excel-ის ცოდნა, რომელსაც შევამოწმებთ დამატებითი დავალებით.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHjV8
მადლობა!
საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში