დღეს - 12 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
სტაჟირება - საინვესტიციო საბანკო ბიზნესი - TBC Capital
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი
საინვესტიციო საბანკო ბიზნესი ტრადიციული საბანკო საქმიანობისგან განსხვავებული, დინამიური და თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი გუნდი მუშაობს ფინანსური ინსტრუმენტების ფართო არჩევანზე, ახორციელებს ბაზრისა და ინსტრუმენტების ანალიზს და მომხმარებლებს ეხმარება მათი ფინანსური მიზნების მიღწევაში.
ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მომხმარებლების წარმატებას, საერთაშორისო საფინანსო ეკოსისტემაში ინტეგრაციის გზით.
ვის ვეძებთ?
სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება საინვესტიციო სტრატეგიების შექმნასა და ანალიზში, საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრების მონიტორინგში, კლიენტების პროექტების დამუშავებასა და ფინანსური მონაცემების ანალიზში.
რას გააკეთებ?
- მონაწილეობას მიიღებ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტისა და ბაზრის ანალიზში
- გაეცნობი მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისა და მსხვილი კორპორაციების საჭიროებებს
- იმუშავებ საინვესტიციო პორტფელის შედგენასა და მართვაზე
- შეისწავლი რისკების შეფასებისა და მართვის პრინციპებს
- გაეცნობი გლობალურ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ტენდენციებს, რომლებიც ბაზარზე ახდენენ გავლენას
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- სწავლობ ან დამთავრებული გაქვს ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფერო
- ფლობ ინგლისურ ენას
- ფლობ კომპიუტერულ და ანალიტიკურ უნარებს
- გაინტერესებს ფინანსური და გლობალური ბაზრები
პროგრამაში მოსახვედრად უნდა გაიარო შერჩევის სტანდარტული პროცესი. დამატებით, Excel-ის ცოდნა დაგჭირდება, რასაც დამატებითი დავალებით შევამოწმებთ.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:https://smrtr.io/tHk84
მადლობა!
საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში