დღეს - 12 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
სტაჟირება - კორპორაციული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვა
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი

გუნდის შესახებ ინფორმაცია:
ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკების მართვაზე. ვატარებთ გადახდისუნარიანობისა და სექტორულ ანალიზს, ვაკვირდებით პორტფელის ხარისხს და დროულად ვრეაგირებთ უარყოფით ტენდენციებზე. ჩვენი მიზანია ჯანსაღი კორპორაციული პორტფელის შექმნა და გაუმჯობესება.

ვის ვეძებთ?
- სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება კორპორაციული კლიენტების საკრედიტო რისკების იდენტიფიცირებასა და ანალიზში, პორტფელის მონიტორინგსა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.
რას გააკეთებ?
- დაგვეხმარები კორპორაციული კლიენტების გადახდისუნარიანობისა და ფინანსური მდგომარეობის ანალიზში
- ჩაერთვები სექტორულ კვლევებსა და კონკურენტების შედარებით ანალიზში
- მონაწილეობას მიიღებ საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგსა და გაუმჯობესების პროცესებში
- ისწავლი რისკების მართვის ინსტრუმენტებს და სწორ სესხურ სტრუქტურირებას
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- შენს სამომავლო კარიერას ხედავ კორპორაციული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვის მიმართულებით
- მაღალ დონეზე ფლობ Excel-სა და ინგლისურ ენას
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHjsv
მადლობა!
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHjsv
მადლობა!
საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში