12 ნოე - 11 დეკ
სტანდარტი
რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@GDM.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჯავშნების მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
სს “ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“, რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს „გალფი“-სა და „დე სე თე“-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო პირობები:
- უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
- სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით;
- შრომის ანაზღაურება -1500 ლარი (NET) და ბონუსი;
მოვალეობები:
- უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან პროფესიონალური კომუნიკაცია ელფოსტისა და სხვა არხების საშუალებით — თანამშრომლობა ტურისტული შეთავაზებების, ფასების და ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად.
- სასტუმროებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი — ჯავშნების გაკეთება, დადასტურება, ცვლილებების ან გაუქმებების მართვა.
- სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებისთვის (ჯგუფური) საინტერესო და კონკურენტუნარიანი ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება.
- რეზერვაციების მართვა: მიღებული ჯავშნების ზუსტი და დროული დაფიქსირება სარეზერვაციო სისტემაში, მონაცემების განახლება და კონტროლი.
- შიდა პროცესებში მონაწილეობა: მენეჯერის დავალებების შესრულება მისი უფლებამოსილების ფარგლებში — პროექტებში დახმარება, დოკუმენტაციის მომზადება, ანგარიშგების ფორმირება.
- საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა შიდა ან საერთაშორისო მივლინებებში, კომპანიის წარმომადგენლად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე.
საჭირო უნარები:
- კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
- პრობლემური საკითხების კორექტულად და პროფესიონალურად მოგვარების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოება სასურველი შედეგის მისაღწევად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@GDM.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი”
გისურვებთ წარმატებას!
გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ჯავშნების მენეჯმენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
