შემდეგი
14 ნოე - 13 დეკ
სტანდარტი
ადმინისტრაციის ასისტენტი
თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: nmachitidze@yahoo.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები
გაზეთები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
შპს მეტროლოგი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ასისტენტის თაობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სარეგისტრაციო ჟურნალების წარმოება;
- დოკუმენტების ბეჭდვა, გაფორმება, დასკანერება, შენახვა;
- გ.ს. მარკირება/იდენტიფიცირება, აღრიცხვა, მიღება;
- შიდა ფორმების, წერილების, დოკუმენტების ტექსტის პროექტების დროული შედგენა, შეთანხმება, გაგზავნა. შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, მათი სრულყოფილი მართვა და მონიტორინგი;
- გზავნილების მომზადება, დამკვეთისთვის გადაცემა ან გაგზავნა. კურიერის გამოძახება, საკურიერო და სხვა გზავნილების მიღება, შემოწმება.
- კონტრაგენტებთან (პოტენციურ და არსებულ) კავშირი სხვადასხვა ელექტრონული თუ სოციალური ქსელის საშუალებით. მათი საკონტაკტო მონაცემების მოძიება და ინფორმაციის გადაცემა ადმინისტრაციის დავალების ფარგლებში;
- სხვა საოფისე და კომპანიის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობა.
უნდა იცოდეს:
- პერსონალური კომპიუტერის გამოყენება, საოფისე კომპიუტერული პროგრამები მომხმარებლის დონეზე. ელექტრონული ფოსტის გამოყენება.
- უცხო ენ(ებ)ის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
უნდა იყოს:
- შრომისმოყვარე, ყურადღებიანი, დეტალებზე და განვითარებაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური.
- ორგანიზებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
შეეძლოს:
- გუნდური მუშაობა;
- სამუშაოს დროის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, მიმდინარე საკითხების მუდმივი მონიტორინგი და პროაქტიულად მუშაობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191დ.
სამუშაო კვირის ხანგრძლივობა: 5 დღე. სამუშაო დღე: 09:00 – 18:00 სთ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (ადმინისტრაციის ასისტენტი). განაცხადში დეტალურად აღწერეთ ყველა ის მონაცემი/ინფორმაცია, რაც დაგვეხმარება თქვენი კანდიდატურის შერჩევაში. განაცხადების შერჩევა მიმდინარეობს მათი შემოსვლის პარალელურად.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები