დღეს - 27 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი, სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- ენები: ინგლისური
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს პასუხისმგებლიან და აქტიურ წევრს ,,ჯავშნების აგენტი’’-ს პოზიციაზე.
იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე.
დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. “იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“.
კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1100
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო პირობები;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა წახალისების სისტემა.
ძირითადი ფუნქციები:
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და კომუნიკაციის დამყარება სტუმართან;
- აპარტ-სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში ჯავშნების მიღება და მომავალი ჯავშნების მონიტორინგი;
- კორესპონდენციის, ზარების და ინდივიდუალური რეზერვაციის დროული და პროფესიონალური გამკლავება სტანდარტების დაცვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია, 1C პროგრამის ცოდნა;
- ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე (დამატებითი ენები უპირატესობაა);
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.
გრაფიკი: 5/2;
სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი;
გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@eltgroup.ge ; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სამეურნეო პროცესების მენეჯმენტი,
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
