დღეს - 24 მაი
სტანდარტი
უფროსი ემბრიოლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
შპს „ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ემბრიოლოგის (Fully Trained) პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია: უფროსი ემბრიოლოგი (Fully Trained)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:00;
(კანდიდატს უნდა ჰქონდეს იმის მზაობა რომ საჭიროების შემთხვევაში იმუშავებს შაბათ კვირას და დღესასწაულებზე)

პოზიციის აღწერა:
ემბრიოლოგიის ლაბორატორიის სრული ციკლის მართვა — IVF პროცესების განხორციელება, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, ხარისხის კონტროლი, მონაცემთა აღრიცხვა და გუნდის კოორდინაცია.

ძირითადი მოვალეობები:
  • ემბრიოლოგიის ლაბორატორიის სრული ციკლის მართვა: ხსნარების მომზადება, კვერცხუჯრედის ასპირაცია, მომწიფების ხარისხის განსაზღვრა, ინსემინაცია: სტანდარტული, ICSI, განაყოფიერების შემოწმება, კვერცხუჯრედის, ემბრიონის და სპერმის გაყინვა/გალღობა. ემბრიონის კულტივაცია, ემბრიონის ბიოფსია, ემბრიონის ზონის დარღვევა, ემბრიონის გადატანა. სპერმის ანალიზი, დამუშავება ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის.
  • მიკროქირურგიული ოპერაციის შემდგომ ბიოფტატში სპერმატოზოიდების მოძიება.
  • ლაბორატორიული ჟურნალების წარმოება და მონაცემთა აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში.
  • ლაბორატორიული პროტოკოლების შექმნა, ზედმიწევნით შესრულება და კონტროლი;
  • უმცროსი კადრების ზედამხედველობა და კონსულტირება.
  • ხარისხის კონტროლი. სტატისტიკის წარმოება;
  • დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
  • ინვენტარიზაცია: ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ფლობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები