დღეს - 22 მაი
სტანდარტი
ემბრიოლოგი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
შპს „ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი“ აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგის (საშუალო დონე / Mid-level) პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია: ემბრიოლოგი (საშუალო დონე / Mid-level)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:00; შაბათი: 09:30-15:00

პოზიციის აღწერა:
ემბრიოლოგიის ლაბორატორიის მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობა — IVF პროცედურების განხორციელებაში ჩართულობა, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, ხარისხის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა, მონაცემთა აღრიცხვა და გუნდთან კოორდინაცია.

ძირითადი მოვალეობები:
  • ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა : ხსნარების მომზადება, კვერცხუჯრედის ასპირაციაში მონაწილეობა, მომწიფების ხარისხის განსაზღვრა, ინსემინაცია: სტანდარტული, ICSI, (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო) განაყოფიერების შემოწმება, კვერცხუჯრედის, ემბრიონის და სპერმის გაყინვა/ გალღობა. ემბრიონის კულტივაცია, ემბრიონის ბიოფსია, (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო) ემბრიონის ზონის დარღვევა, (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო) ემბრიონის გადატანა. სპერმის ანალიზი, დამუშავება ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის.
  • მიკროქირურგიული ოპერაციის შემდგომ ბიოფტატში სპერმატოზოიდების მოძიება.
  • ლაბორატორიული ჟურნალების წარმოება და მონაცემთა აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში.
  • ემბრიოლოგიური პროცედურების შესრულება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან.
  • ხარისხის კონტროლში მონაწილეობა. სტატისტიკის წარმოება;
  • ინვენტარიზაცია: ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 2- წლიანი გამოცდილება
  • ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ფლობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • კვალიფიციურ გუნდთან თანამშრომლობას და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 მაისი, 2026 წელი
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები