დღეს - 05 ივნ
სტანდარტი
ბრენდ მენეჯერი
თბილისი
ვიგრუპი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - ენები: ინგლისური
"wegroup"-ი არის თანამედროვე დინამიური საცალო ვაჭრობის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY, ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს: SOKOLOV, Uneaerre, NOMINATION, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია წარმოდგენილია 15 მაღაზიით თბილისში და ასევე, ონლაინ მაღაზიით - Myredberry.ge და Mandarina.ge
ჩვენი მისიაა მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება ჩვენს მომხმარებლებს, ხოლო თანამშრომლებს შევუქმნათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენ ვაფასებთ პასუხისმგებლობას, გუნდურ მუშაობას, სამართლიანობასა და ლოიალობას.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ: Wegroup.ge
"wegroup" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა.
სამუშაო აღწერა:
ბრენდ მენეჯერი სრულად პასუხისმგებელია კომპანიის სხვადასხვა მიმართულების ბრენდების განვითარებაზე, რაც მოიცავს პროდუქციის ასორტიმენტის ეფექტური მართვის სრულ ციკლს, შესყიდვების დაგეგმარებას, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებას, ბრენდის პოზიციონირებასა და გაყიდვების დინამიკის გაუმჯობესებას. ეს არის იდეალური როლი შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალისთვის, რომელსაც უყვარს მოდა და საცალო ვაჭრობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
- ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე;
- ანაზღაურებადი შვებულება 6 თვის შემდეგ.
- პროფესიული წინსვლის მკაფიო შესაძლებლობები;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპანიის მიზნებზე დაფუძნებული ბრენდის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება, ბიუჯეტის დაგეგმვა, სტრატეგიის განხორციელება და მომგებიანობის კონტროლი;
- საერთაშორისო პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: ფასები, პირობები, აქციები, ექსკლუზივები;
- შესყიდვის გეგმის მომზადება წინა და მიმდინარე პერიოდის გაყიდვების ანალიზის საფუძველზე;
- მარაგების მართვა და გადამწყვეტი როლი Overstock/Out-of-stock სიტუაციების პრევენციაში;
- პროდუქციის სავაჭრო ობიექტებში განაწილების პროცესის ინიცირება და შესრულების მონიტორინგი;
- პროდუქციის საციცოცხლო ციკლის განმავლობაში მაღაზიებს შორის შიდა გადაზიდვების დაგეგმვა და მონიტორინგი ნაშთების ოპტიმიზაციის მიზნით;
- ბრენდების ვიზუალური იდენტობის უზრუნველყოფა მაღაზიებსა და ციფრულ არხებში;
- მაღაზიის პერსონალისთვის პროდუქტთან დაკავშირებული ტრენინგების ორგანიზება;
- ახალი ბრენდებისა და პროდუქტების ინიცირება და ანალიზი ტრენდების, ბაზრისა და კონკურენციის კვლევებზე დაყრდნობით; საჭიროების შემთხვევაში ახალ მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
- ბრენდების სრული ციკლის, ასორტიმენტის, მომგებიანობისა და მომწოდებლის შესრულების რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი;
- მომხმარებლის ქცევისა და გაყიდვების ანალიზი გადაწყვეტილებების მისაღებად.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნდარ-ცვევები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბრენდის ან კატეგორიის მენეჯმენტში (სასურველია მოდისა და საცალო სფეროში);
- საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
- ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებლის ქცევის ღრმა ცოდნა;
- ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა;
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური და წერილობითი);
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდისა და პროექტების მართვის გამოცდილება;
- Excel ის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოხვიდეთ ლინკზე და გაგვიზიაროთ რეზიუმე: https://wegroup.selfrecruit.ge/s/iDk9R
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
