დღეს - 13 ივნ
სტარტი
დეველოპერული პროექტების გაყიდვების ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@grea.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):უძრავი ქონება
უძრავი ქონების აგენტები და ბროკერები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: „ლისი ტოპოგრაფი“, „არსენალი რეზიდენსი“, „რუმიქს დეველოპმენტი“ და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტისს გაყიდვების ასისტენტს,
რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
- ქოლცენტრში შემოსული ზარების პასუხი და გადამისამართება გაყიდვების მენეჯერებთან.
- პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის.
- კლიენტების რეგისტრაცია CRM პროგრამაში
- სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
- შემოსული მეილების მონიტორინგი / გადამისამართება შინაარსის მიხედვით
- გაყიდვების ოფისის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი/უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრი
- გამართული მეტყველების უნარი;
- ენები: ინგლისური, რუსული;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- პოზიტიური;
- კომუნიკაბელური;
- დისციპლინირებული/პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დარწმუნებულის უნარი;
- დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „GREA“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge
გისურვებთ წარმატებას!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.grea.ge
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები
