კლიენტთა მომსახურების ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი დასაქმების სააგენტო ეიჩარი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: გამოცდილების გარეშე ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი), კორპორატიული კლიენტები (B2B), კლიენტების მომსახურების მენეჯერი

დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას HR.GE-ის ვებ-გვერდის კლიენტთა მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე

თუ გაინტერესებთ გაყიდვების სფერო და გსურთ, რომ წარმატებულად დაიწყოთ თქვენი კარიერა, თუ თვლით, რომ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიას და დაინტერესების შემთხვევაში გამოეხმაუროთ.


სამუშაოს აღწერა:

  • სატელეფონო კომუნიკაცია კორპორატიულ მომხმარებლებთან
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა, სატელეფონო შეთავაზებების გაკეთება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ყოველდღიური რეპორტინგი


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook)
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე), ინგლისური (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე)


პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი

დამატებითი პირობები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 09:30-18:30
  • კომპანია ახდენს თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფას
  • კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან სწავლების პერიოდს.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: project16@hr.ge


გისურვებთ წარმატებას!