გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ანკერი
ხელფასი: 300 - 400 +ბონუსი
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი

კომპანია "ანკერ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ANKER არის ლიდერი კომპანია დამტენი მოწყობილობების ტექნოლოგიებში გლობალურ ბაზარზე. მისი ძირითადი მიმართულებაა მობილური ტელეფონის აქსესუარების წარმოება: ფაუერ ბანკები, კაბელები და დამტენები. Anker ქვეშ გაერთიანებულია რამდენიმე ბრენდი: Eufy, რომელიც აწარმოებს ტექნიკას ჭკვიანი სახლისთვის, Nebula - პორტატული ვიდეო პროექტორები, Soundcore – Bluetooth, უკაბელო ყურსასმენები, დინამიკები და ROAV - დამტენები და სხვა აქსესუარები მანქანისთვის


სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 300-400 ლარამდე + ბონუსი გაყიდვებიდან


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
  • გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება
  • მომხმარებლების მიერ ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის აღრიცხვა
  • მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
  • ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;


პიროვნული თვისებები:

  • ენერგიული;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • მოტივირებული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • დეტალების მიმართ დაკვირვებული.

გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ მისამართზე: ankergeorgia@gmail.com

გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.


გისურვებთ წარმატებას!