საინფორმაციო-სარეკლამო მასალების, სოციალური და ვებგვერდის დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი მედალფა ჰოსპიტალური ქსელი
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი

შ.პ.ს. „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო-სარეკლამო მასალების, სოციალური და ვებგვერდის დიზაინერის პოზიციაზე:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური ან/და სამხატვრო განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე და გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, QuarkXPress, PageMaker, CorelDraw, 3D Max, Adobe Premiere) ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • კრეატიულობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

  • საინფორმაციო-სარეკლამო მასალის ესკიზის შედგენა და თემატურად შესაბამისი მხატვრული გაფორმება
  • „მედალფა“-ს სარეკლამო გვერდის მომზადება სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში განსათავსებლად
  • სერთიფიკატების, დოკუმენტების, მოსაწვევების, მისალოცი ბარათების, უნიფორმის დიზაინის შექმნა
  • პრეზენტაციებისა და სემინარების კომპიუტერული ვერსიის შექმნა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა
  • ვებგვერდის გამართულად მუშაობის, ინფორმაციის სისწორისა და კორექტულობის მუდმივი კონტროლი, ინფორმაციის განთავსება და პერიოდული განახლება
  • Facebook და YouTube ანგარიშების მართვა, ტექსტური სიახლეების გაზიარება შესაბამისი ვიზუალით
  • მონაწილეობა მიღება ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში
  • კრეატიული და ინოვაციური იდეების შეთავაზება კომპანიის წინსვლისა და განვითარებისთვის
  • კომპანიის იმიჯზე ზრუნვა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 09:00-18:00 სთ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“

(აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის მითითება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს).

განაცხადის მიღებისბოლო ვადა: 25/10/2019წ.

* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.