უმცროსი ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Veli.store
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანიის შესახებ 
ველის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა. 
ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.  
კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე, აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს. 
 
ვინ ქმნის VELI.store-ს? 
ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.  
ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით 
 
veli.store-ს გუნდი ეძებს უმცროს ციფრული მარკეტინგის მენეჯერს 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • PPC რეკლამირების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ეფექტური სარეკლამო არხების შერჩევა და ოპტიმიზაცია; 
  • ახალი სარეკლამო არხების მოძიება, დანერგვა და ტესტირება; 
  • KPI-ების განსაზღვრა, კამპანიების წარმართვა და ოპტიმიზაცია KPI-ების მიხედვით; 
  • PPC კამპანიების გაშვება და მონიტორინგი; 
  • ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კამპანიების ბიუჯეტის კონტროლი; 
  • რეკლამირების ანალიტიკა და რეპორტინგი (Google Datastudio); 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა; 
  • ციფრული სარეკლამო და ტრეკინგ პლატფორმების ფუნქციონირების პრინციპების ცოდნა; 
  • ანალიტიკის (GA4) და რეპორტინგის (Datastudio) პლატფორმების ფუნქციონირების საბაზისო ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • ციფრულ სარეკლამო პლატფორმებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
 
მდებარეობა: თბილისი 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი ციფრული მარკეტინგის მენეჯერი".