მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოდიზელი ჯორჯია
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
კომპანია „ბიოდიზელი ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშ.-პარ. : 10:00 – 19:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, მატერიალური და არამატერიალური აქტივების შეძენის, წარმოების, რეალიზაციის, ჩამოწერის ოპერაციები;
  • ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება და გადასახადების დაანგარიშება;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
  • საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის ზედამხედველობა;
  • ანგარიშგებების მოზადება მენეჯმენტისთვის.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამების საფუძვლიანი, პრაქტიკული ცოდნა;
  • საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
  • ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია AССA-ის სერტიფიკატი);
  • ბუღალტერის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები;
  • ფინანსური ანგარიშგების  სტანდარტების კვალიფიციური ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,);
  • საგადასახადო კანონმდებლობის კვალიფიციური ცოდნა;
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებული;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@biodiesel.ge. გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.