სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “ელთ ბილდინგი“ ეძებს კრეატიულ ,,ციფრულ მარკეტერს“, რომელიც შეუერთდება კომპანიის დინამიურ გუნდს მარკეტინგული სტრატეგიების განვითარებასა და დანერგვაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი (office-based)
ანაზღაურება: 2500 ლარი + ბონუსი
აღნიშნული კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა ,,ახალი უბნის“ კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ.
ჩვენი შემოთავაზებაა:
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
- წახალისების სისტემა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ციფრული სტრატეგიის განვითარება;
- კონტენტის შექმნა და მართვა;
- სოციალური მედიის მენეჯმენტი;
- ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი და ანალიტიკა;
- ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია;
- ფასიანი რეკლამირება;
- ლიდების წარმოქნის ხელშეწყობა;
- ზოგადი ანალიტიკა და რეპორტინგი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტებისა და პლატფორმების ცოდნა, მათ შორის SEO, SEM;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (C1, C2 დონეზე);
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
- შემოქმედებითი კონტენტის შექმნის უნარი;
- კომუნიკაციის და ინტერპერსონალური შესაძლებლობების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება მონაცემთა ინტერპრეტაციისა და შეხედულებების გამომუშავების უნარით;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
- სამშენებლო და უძრავი ქონების ტერმინოლოგიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ციფრული მარკეტერი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!!
წარმატებებს გისურვებთ!