სს “ნიკორა ტრეიდი“ უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.
„ნიკორა ტრეიდი“ ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს “ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 2500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
· ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
· ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
· ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სოციალური პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, TikTok, YouTube);
· სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
· შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
· სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
· Google AdWords-სა და Facebook Ads - ში მუშაობის გამოცდილება;
· ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
· გამართულად წერის უნარი;
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
· შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
· შედეგზე ორიენტირებულობა;
· ანალიტიკური აზროვნების უნარი;
· სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სოციალური მედიის მენეჯერი“.