ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ტურინვესტი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის! 
 
Tourinvest Group ეძებს გუნდის ახალ წევრს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის  პოზიციაზე 

კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით ორას მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, მათ შორის საბაგირო გზა ,,არგო“,  სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. Tourinvest Group-ის პროექტების ფარგლებში დასაქმებულია დაახლოებით 700-მდე ადამიანი. 
არსებობის პერიოდში კომპანიას განხორციელებული აქვს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არა ერთი პროექტი, მათ შორისაა სასტურმო ჰილტონ ბათუმი და ბელვიუ რეზიდენს ბათუმი.  
 
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება - სასურველია მარკეტინგში ან მომიჯნავე სფეროში 
  • სამუშაო გამოცდილება  1-3 წელი   
  • Google Ads, Google Analytics, Yandex Direct, Yandex metric, Meta Business Suite & AD Manager, LinkedIn Campaign Manager, SEO/SEM/SMO-თან მუშაობის გამოცდილება 
  • კომპიუტერული პროგრამების  - Microsoft Office ცოდნა  (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად) 
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში 
  • ქართული და ინგლისური ენების ცონდა  
  • (რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად). 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაზე აქტიური და გუნდური მუშაობა  
  • სტრატეგიის მიხედვით აქტივობების დაგეგმვა /განხორციელება 
  • კამპანიების ბიუჯეტირება/კონტროლი, ონლაინ ტრაფიკის მონიტორინგი 
  • კამპანიების ანალიზი, გუნდთან ერთდ ეფექტურობის განსაზღვრა, რეპორტინგი 
  • ციფრულ/სოციალურ არხებში ახალი მიდგომების, ტექნიკის ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა, განვითარება 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რაც სავალდებულოა მარკეტინგული აქტივობების ეფექტურად დაგეგმვა -  განხორციელებისათვის. 
 
სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო ადგილი:  ქ. ბათუმი 
  • სამუშაო განაკვეთი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 
  • საათები: 09:30 -დან 18:30 -საათამდე 
  • ანაზღაურება: შეთანხმებით 
 
ჩვენ ვეძებთ  გუნდის ახალ წევრს, რომელიც გამოირჩევა: 
  • კრეატიულობით 
  • დროის დაგეგმვისა და მართვის უნარით 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარით 
  • კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარით 
  • პასუხისმეგბლობის მაღალი გრძნობით 
  • პროფესიული განვითარების სურვილით 
 
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • 50 %–იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში; 
  • 70 %-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა „არგო“-ზე
  • ფასდაკლებას რესტორან ,,არგო“- ში 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ  მისამართზე:  career@tourinvestgroup.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 595 43 60 09 

გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,ციფრული მარკეტინგის მენეჯერი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!