შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ლუკა პოლარე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას - შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
  • სასიამოვნო, გუნდურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • შესასყიდი პროდუქციის მოძიება/შესყიდვა;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • შესყიდული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
  • შესყიდვასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
  • თანამშრომლობა საბაჟო აგენტებთან;
  • მონაწილეობა მარაგების მართვასა და ნაშთების კონტროლში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური / რუსულიენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  •  გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@lucapolare.com-ზე
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „შესყიდვების სპეციალისტი“-ის პოზიცია. კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !