საინჟინრო-ელექტრო პროექტების მენეჯერი

ბათუმი მოქნილი გრაფიკი სიტა
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ინჟინერია: ელექტროინჟინერია სამშენებლო, უძრავი ქონება: ინჟინერი-არქიტექტორი
კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.

კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა.

სიტა აცხადებს ვაკანსიას საინჟინრო-ელექტო პროექტების მენეჯერის  პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • საინტერესო და კომპლექსურ პროექტებს;
  • პროექტების მასშტაბებიდან გამომდინარე მოკლე დროში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ელექტროობის და სუსტი დენების სისტემების საპროექტო დოკუმენტაციის პაკეტის დეტალური შესწავლა და ანალიზი;
  • შესაბამისი რეპორტების და ტექნიკური დავალებების მომზადება;
  • ელექტრო სისტემებთან და მომიჯნავე დისციპლინებთან დაკავშირებული ღია საკითხების მონიტორინგი და მართვა;
  • პროექტში ჩართულ გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ელექტრო სისტემებთან დაკავშირებული გადაწყვეტების მოძიება, შესწავლა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის პროექტში ჩართული გაწყვეტილების მიმღები წევრების მიერ დადასტურების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • ადგილობრივი და საჭიროებისამებრ ბრენდის სტანდარტების შესწავლა და პროექტში დანერგვის უზრუნველყოფა;
  • ცვლილებების მონიტორინგი და მართვა პროექტის მიმდინარეობისას;
  • პროექტთან და შესაბამის დისციპლინებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ კომპანიის და პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის ან/და სამშენებლო მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მექანიკური ინჟინერის ან პროექტების მენეჯერის პოზიციაზე;
  • სამშენებლო მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროგრამებში -  CAD და REVIT - მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენა მინ. B2 დონე;
  • სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ სივი info@sita.ge