B2B გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი მეამა
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
შპს მეამა აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე .

ვეძებთ, მაღალკვალიფიციურ და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას კომპანიის B2B მიმართულების განვითარებაში

მისამართი: გივი ამილახვარის ქუჩა N2;
სამუშაო გრაფიკი: სრული -კვირაში 5 დღე , 10:00 -19:00 (1 საათიანი შესვენების დროით );
ანაზღაურება - შეთანხმებით

მოვალეობები:
  • B2B კომერციული სტრატეგიის ფორმირება და განხორციელება;
  • სტრატეგიული პარტნიორობების დამყარება და მართვა;
  • კორპორატიული შეთავაზებებისა და კომერციული წინადადებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება ;
  • გაყიდვების პროცესების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია;
  • გუნდის კოორდინაცია/მენეჯმენტი;
  • ბაზრის ტენდენციების და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • გაყიდვების ტაქტიკის დაგეგმვა, პროცესების ოპტიმიზაცია და მიზნების მიღწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებისა და ბიზნეს განვითარების მიმართულებით ;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სტრატეგიული ხედვა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარი;
  • ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 13 აგვისტო.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება .

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან .გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!