დღეს - 12 ოქტ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
სტაჟირება - შესაბამისობის რისკის მართვა (Compliance)
თიბისის სტაჟირების პროგრამა იწყება - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!
ხანგრძლივობა: 6-12 თვე
განათლება: III-IV კურსელი ან კურსდამთავრებული
ფორმატი: ჰიბრიდული/ფიზიკური
აპლიკაციის მიღების ვადა: 12 ოქტომბერი
შერჩევის ეტაპი: ტესტი - 18 ოქტ; შეხვედრები/დავალებები - 3 ნოე - 3 დეკ
სტაჟირების დასაწყისი: 2026 წლის იანვარი
გუნდის შესახებ ინფორმაცია:
ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია ორგანიზაციაში მოქმედი კანონმდებლობის, რეგულატორული მოთხოვნებისა და შიდა პოლიტიკების შესრულებაზე. ვმართავთ შესაბამისობის რისკებს, ვატარებთ მონიტორინგსა და რეპორტინგს, ვმუშაობთ პოლიტიკებსა და პროცედურებზე, ვზრუნავთ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი და რეპუტაციული რისკები და უზრუნველვყოთ პროცესების შესაბამისობა რეგულაციებთან.
ვის ვეძებთ?
სტაჟიორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის წევრი და დაგვეხმარება შესაბამისობის რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებაში, რეგულაციების ცვლილებების მონიტორინგსა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაში.
რას გააკეთებ?
- დაეხმარები გუნდს შესაბამისობის რისკების გამოვლენასა და ანალიზში
- ჩაერთვები მონიტორინგსა და რეპორტინგში
- იმუშავებ პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნასა და გაუმჯობესებაზე
- თვალს ადევნებ კანონმდებლობისა და რეგულაციების ცვლილებებს
- ჩაერთვები თანამშრომლების ტრენინგებსა და ცნობიერების ამაღლების პროგრამებში
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე?
- ხარ ბაკალავრის მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
- შენს სამომავლო კარიერას ხედავ შესაბამისობის რისკების მართვის მიმართულებაში
- გაქვს ანალიტიკური აზროვნება, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ხარ დეტალებზე ორიენტირებული.
მეტი ინფორმაცია სტაჟირების პროგრამის შესახებ: https://tbcbank.ge/ka/internship-program
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/tHjj3
მადლობა!
საბანკო
საოპერაციო რისკების მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში