სოციალური მედია/მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ტყუპების საღვინე სახლი
ხელფასი: 800 - 1000
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი

შპს „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია/მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - თბილისი, აბაშიძის 66

ანაზღაურება: 800 -1000 ლარი გამოცდილების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის და სოციალური მედიის მიმართულებით.
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
  • მარკეტინგისა და პიარ ანალიზის მართვის ცოდნა.
  • სოციალური მედიის მარკეტინგის ცოდნა
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის პიარ და მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და განხორციელება

  • პროექტის განვითარების კონტროლი ციფრულ სივრცეში (ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა
  • შიდა და გარე ბაზრის ტენდენციების შესწავლა
  • სარეკლამო ღონისძიებების ორგანიზება
  • მედიასთან მუშაობა

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ:

კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ საქმიანობის ბიზნესის სფეროა:

  • ტურიზმი
  • ღვინის წარმოება

კომპანიის ძირითადი ფასეულობებია:

  • ქართული მაღალხარისხიანი პროდუქტის წარმოება: ტურისტების მომსახურების სრული სერვისი, განსხვავებული ქვევრის ღვინო.
  • სამეცნიერო შემეცნებითი საქმიანობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე) ინგლისურ და ქართულ ენებზე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cellarvacancy@gmail.com გთხოვთ, თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.